Eurointegration Academy
ევროინტეგრაციის აკადემია

ვინ ვართ ჩვენ?

საკონსულტაციო ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს მოქალაქეების მდგრად ინტეგრაციას ევროკავშირის შრომით ბაზარსა და საგანმანათლებლო სივრცეში.

Eurointegration Academy – ევროინტეგრაციის აკადემია წარმოადგენს საკონსულტაციო ორგანიზაციას, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს მოქალაქეების მდგრად ინტეგრაციას ევროკავშირის შრომით ბაზარსა და საგანმანათლებლო სივრცეში.

აკადემიის საქმიანობა ეფუძნება ლეგალური, უსაფრთხო და თავისუფალი გადაადგილების პრინციპებს და მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეებისთვის ოფიციალური წესებით, რეგულაციებითა და პროცედურების დაცვით მოგზაურობისათვის აუცილებელ საკონსულტაციო, იურიდიულ და ადაპტაციურ მხარდაჭერას ევროპის ქვეყნებში გადასვლის პროცესში.

რაში გეხმარებათ აკადემია

აკადემია მოქალაქეებს დახმარებას უწევს შრომითი და საგანმანათლებლო მიგრაციისა და ინტეგრაციის ძირითად ეტაპებზე, მათ შორისაა:

  • პროფესიული მომზადება და კარიერული ორიენტაცია;
  • განათლება და კვალიფიკაციის ამაღლება;
  • ენობრივი და სოციალურ-კულტურული ადაპტაცია;
  • ლეგალური და მდგრადი დასაქმების ხელშეწყობა.

ამავდროულად, Eurointegration Academy – ევროინტეგრაციის აკადემია წარმოადგენს საგანმანათლებლო პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს ევროინტეგრაციის პროცესების, ევროკავშირის პოლიტიკისა და შესაძლებლობების გაცნობას საქართველოში.

ვიდეო

ვინ ვართ ჩვენ

ვიდეო მალე დაემატება

ვიდეო-პრეზენტაცია აკადემიის შესახებ

გაქვთ კითხვები? დაჯავშნეთ კონსულტაცია

ერთ შეხვედრაში შევაფასებთ თქვენს ქეისს და შევადგენთ მოქმედების ზუსტ გეგმას.