Eurointegration Academy
რატომ და როგორ დაიწყო ყველაფერი

ჩემი ისტორია

სოციოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი პლატონ სალია — ევროინტეგრაციის აკადემიის დამფუძნებელი.

მე გახლავართ სოციოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი პლატონ სალია, ევროინტეგრაციის აკადემიის დამფუძნებელი.

წლების განმავლობაში ჩემი მეგობრები, კოლეგები, მათი შვილები თუ ახლობლები მუდმივად მომმართავდნენ თხოვნით — დავხმარებოდი გერმანიაში სწავლის, ლეგალური დასაქმების თუ რთულ ბიუროკრატიასთან გამკლავების პროცესში.

ჩემი მჭიდრო კავშირი გერმანულ სტანდარტებთან ჯერ კიდევ 1993 წლიდან დაიწყო. როგორც პროფესიონალმა, რომელიც წლებია გერმანულ ბიზნეს-სექტორსა და ინდუსტრიულ ლოჯისტიკაში მოღვაწეობს, დავაგროვე ის გამოცდილება, რომელიც დღეს ბევრისთვის გადამწყვეტია.

რატომ შეიქმნა აკადემია

სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ვხედავდი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მიდიოდა ევროპაში არასწორი ინფორმაციის, არაოფიციალური შუამავლებისა და დაუგეგმავი ნაბიჯების გამო, რაც ხშირად იწვევდა სავიზო უარს, ფინანსურ ზარალს და სერიოზულ პრობლემებს.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი მრავალწლიანი ცოდნა, გამოცდილება და შესაძლებლობები ხელმისაწვდომი გამეხადა იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს ევროპაში ინტეგრაცია ლეგალურად, სწორად და უსაფრთხოდ.

დღეს მე და ჩემი გუნდი ვმუშაობთ იმისთვის, რომ თქვენი გზა ევროპისკენ იყოს დაგეგმილი, სამართლებრივად გამართული და წარმატებული.

ვიდეო

ჩემი ისტორია

ვიდეო მალე დაემატება

პლატონ სალია — რატომ და როგორ დაიწყო ყველაფერი

გაქვთ კითხვები? დაჯავშნეთ კონსულტაცია

ერთ შეხვედრაში შევაფასებთ თქვენს ქეისს და შევადგენთ მოქმედების ზუსტ გეგმას.